ლიკა ქავჟარაძეს ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, აბაშიძის N 62-ში, დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება. 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე მსახიობს ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება.

ამ დრომდე სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია, თუ სად დაკრძალავენ მსახიობს.