“ჰოი საოცრებავ, უჩამ უცებ იცვალა ფერი და პოლიციის პირველ კრიტიკოსად გამოჰყო თავი…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

სახალხო დამცველი ანუ როგორ უნდა აიწყო პირადი ცხოვრება ხალხის ხარჯზე.
უჩა ანუ ხალხზე ზრუნვაში უსინდისო და ტრანსგენდერებზე ზრუნვაში უბადლო ბოლო პერიოდში თავს გვამახსოვრებს პოლიციისა და მინისტრის კრიტიკით.

ჩვენ გვახსოვს უჩა ნანუაშვილი როგორ გაეხვა სკანდალში ავტომობილის შეძენის გამო რაშიც მან 104.000 ლარი გადაიხადა და კუთვნილებაში გადასცა თავის მოადგილეს.

ჩვენთვის გაურკვეველია რა ფარულ კავშირში არიან მოადგილე და სახალხო დამცველი და ისიც უცნობია თუ რატომ აძლევს ამდენ უფლებებს უჩა თვის მოადგილეს, რომელიც გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შედის გარიგებებში და შემდგომ უჩა ნანუაშვილსაც აიძულებს მის დაკრულზე ცეკვას.
სახალხო დამცველი ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი სამართალ დამცველების მიმართ, რაც მის ანგარიშებში აისახებოდა და ჰოი საოცრებავ, უჩამ უცებ იცვალა ფერი და პოლიციის პირველ კრიტიკოსად გამოყო თვი.

რა თქმა უნდა დავინტერესდი უჩას ფერისცვალებით და წავაწყდი მსგავს ფაქტებს.
უჩა ანუ უმცირესობების მცველი რაინდი დადიოდა შავი ანუ ჩაფერილი შუშებიანი ავტომობილით და მას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯარიმა გამოუწერეს რის შემდეგაც მან მინისტრს წერილი გაუგზავნა და ის შავი შუშებით მართვის უფლებას სთხოვდა.

როგორც გაირკვა შინაგან საქმეთა მინისტრ მღებრიშვილს სასტიკი უარი მიუწერია სახალხო დამცველისთვის და ზუსტად ამის შემდეგ დაიწყო უჩამ პოლიციის კრიტიკა და განაგრძო ურჩად შავი შუშებით სიარული რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ დააჯარიმეს იგი.

ვსვამ კითხვას და პასუხს მკითხველს მივანდობ.

გვყავს თუ არა საქართველოში სახალხო დამცველი და რა გაუკეთებია მას? რითაა მამაზეციერისგან დაჯილდოვებული უჩა რომ ხალხის ფულით ახალ- ახალ ჯიპებს ყიდულობს და იტალიელი მაფიოზივით შავი შუშებით უნდა სიარული. რა უფლება აქვს უჩას ისეთი რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილოს და თავის ინტერესებს შეწიროს ყველაფერი .
ისიც გაირკვა რომ უჩა ნანუაშვილი მეორე ვადას ებღაუჭება და ვერ თმობს ფუფუნებას!..

ბოლოს ვიტყვი და დავამთავრებ დღეს ამ თემას…..

რა უფლება აქვს უჩას იმ ქვეყანაში, სადაც არსებობენ მარტოხელა მრავალშვილიანი დედები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფები, რომ  ფლანგოს პირადი ფუფუნებისთვის ფულები და თავისი მოადგილეები ატაროს უძვირფასესი ჯიპებით?

პასუხი მარტივია … ის არის გაზულუქებული საჯარო პირი, რომელიც თავის ინტერესებს სწირავს სახალხო დამცველის ინსტიტუტს.

P.S. ეჭვს ბადებს უჩას მოთხოვნა იმაზე, რომ მას ჰქონოდა შავი შუშებით სიარულის ნებართვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს როგორც პიროვნული, ასევე გარეგნული კომპლექსები და ის ყველა ღონეს ხმაროვს მისი დასაფარად…