სომალიში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სომალიში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

პოლიციის ცნობით, გარდაცვლილია 137 მოქალაქე, დაშავდა 300-ზე მეტი.

პარალელურად ტელეკომპანია Sky ავრცელებს ცნობებს 189 დაღუპულის შესახებ.
ძლიერი აფეთქება სომალის დედაქალაქში გუშინ საღამოს მოხდა.

დანაღმული სატვირთო ერთ-ერთი სასტუმროს შესასვლელთან აფეთქდა. სომალის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყენაში სამი დღით გლოვა გამოცხადდა.