“დროა დამოუკიდებელ დეპუტატებს მიენიჭოთ უპირატესობა…”

აქვთ თუ არა დამოუკიდებელ დეპუტატებს და პარტიულ კანდიდატებს წინასაარჩევნოდ თანაბარი პირობები და რას მიიჩნევენ ისინი უპირატესობად?

გრძნობენ თუ არა უკვე არათანაბარ გარემოს და შეექმნათ თუ არა პრობლემები დამოუკიდებლობით?

ამ კითხვებზე პასუხებისთვის თბილისის საკრებულოს მოქმედ დეპუტატს, მომავალ არჩევნებში ლილოს, ორხევის, აეროპორტის დასახლების, წინუბანის, ნასაგურის, დიდი ლილოს, პატარა ლილოს და ვარკეთილის დასახლების მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს გულიკო ზუმბაძეს დავუკავშირდით.

გულიკო ზუმბაძე – გზავნილები საზოგადოებას და ხელისუფლებას

-დამოუკიდებელი დეპუტატი მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებით მოქმედებს და არ ექვემდებარება პარტიულ დირექტივებს. ის იცავს ამომრჩევლის ინტერესებს.

-საქართველოში დღეს ის დროა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებს მიენიჭოთ უპირატესობა, ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ბაზის დახვეწაც, რათა დამოუკიდებელი დეპუტატები პარტიულ კანდიდატებთან თანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ.

-ჩემი უპირატესობა ხალხურობაშია-მე ყოველთვის ვიდექი ხალხის გვერდით და ყველა საკითხს საზოგადოების ჩართულობით ვწყვეტდი და იმედი მაქვს ჩემი ამომრჩევლის.

-დამოუკიდებელი დეპუტატი არათანაბარ მდგომარეობაშია პარტიულ კანდიდატებთან. ამან გავლენა იქონია და საარჩევნო კამპანია საკმაოდ დაგვიანებით დავიწყე, მაგრამ მაქვს ხალხის იმედი.

-ქალებს შეგვწევს ის ძალა, რომ არსებული პრობლემები მაშტაბურად დავინახოთ. გვაქვს უნარი პროცესების დადებითი კუთხით შემოტრიალების, გვაქვს პრობლემის მოწესრიგების უნარი.

და თემა, რომელიც სენსიტიურია ყოველთვის.

-ბავშვები, ახალგაზრდები ჩემთვის იყო, არის და მუდამ იქნება სენსიტიური თემა. ჩემი მიზანია ჩემი მოღვაწეობით მომავალ თაობას შევუქმნა უკეთესი პირობები, კონფორტული გარემო და მზისფერი სამყარო.