პეტერბურგში ბიჭი კომპიუტერულ თამაშში დამარცხების შემდეგ გარდაიცვალა

მშობლებო!  ყურადღებით!

Фонтанка.ру -ს ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი მე-10 კლასელი ბიჭი იპოვეს. ოთახში დაცხრილული მონიტორი ნახეს, ეკრანზე კი თამაშის გადაუსვლელი ტური იყო გაჩერებული.

როგორც სამართალდამცველები ამბობენ, ინციდენტი 26 ივლისს მოხდა, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ბიჭი ამაოდ ცდილობდა მორიგი ტურის გადასვლას, როცა კიდევ ერთხელ წააგო, გამოიტანა სახლში არსებული პისტოლეტი და მონიტორი დაცხრილა. ბიჭი სახლში მარტო იყო.

დღეს მისი ცხედარი კომპიუტერთან იპოვეს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ბავშვმა ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლო, სიკვდილი კი მონიტორიდან ასხლეტილმა ტყვიამ გამოიწვია.

 

კომენტარის დატოვება