პარტიათა რეიტინგები „გაერთიანებული საზოგადოების“ კვლევის შედეგად

არასამთავრობო ორგანიზაციამ „გაერთიანებული საზოგადოება“ რამდენიმე ხნის წინ დააანონსა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების რეიტინგის გამოსავლენად თავად იწყებდნენ გამოკითხვის ჩატარებას. დღეს კი ორგანიზაციამ 10 დღიანი კვლევის შედეგები გააცნო საზოგადოებას.

ორგანიზაციამ კვლევა საკუთარი სურვილით ჩაატარა.

-„გვსურდა წინასაარჩევნოდ თავად გვენახა რეალური სურათი პარტიათა რეიტინგების შესახებ, სწორედ ამიტომ თბილისსში ჩავატარეთ ათდღიანი გამოკითხვა სხვადასხვა უბნებში. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თბილისში მაცხოვრებელმა 4157 ადამიანმა!

შედეგები ასეთია:

1.”ქართული ოცნება” – 22,4%

2.პატრიოტთა ალიანსი – 19,6%

3.ნაციონალური მოძრაობა – 12,4 %

4.თავისუფალი დემოკრატები – 4,9 %

5..ლეიბორისტული პარტია – 4,8%

6.სახელმწიფო ხალხისთვის( პაატა ბურჭულაძე) – 4,79%

7.დემოკრატიული მოძრაობა (ნინო ბურჯანაძე) -4,04%

8.ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი – 3,7%

9.თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის – 1,2%

10. სხვა პოლიტიკური პარტიები – 5,77%

11.არც ერთი პოლიტიკური პარტია – 4,2%

12. არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება – 12,2%

ესაა რეალური სურათი თბილისში და არა ის, რაც სხვა ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ არის გამოქვეყნებული. ჩვენი ორგანიზაცია ახლა უკვე რეგიონებში იწყებს გამოკითხვების ჩატარებას და  ამ კვლევების შედეგებსაც გავაცნობთ საზოგადოებას! თვალებში ნაცრის შეყრა აღარ გამოგივათ ბატონებო…. !!! ახალგაზრდები ამის საშუალებას აღარ მოგცემთ !“-აცხადებს ორგანიზაციის ლიდერი ანი დარსალია.

 

კომენტარის დატოვება