ეუთო-ს სადამკვირვებლო ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევენ არჩევნებს მონიტორინგს

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” დააკვირდება. IRI-ის  სადამკვირვებლო მისიის 5-კაციანი ჯგუფი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა.

IRI-ის მისიის ხელმძღვანელი კი საქართველოს უკვე დღეს ეწვევა.

საერთაშორისო ორგანიზაცია უშუალოდ არჩევნების დღეს გაუწევს მონიტორინგს.

დამკვირვებლები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაემგზავრებიან და ადგილზე დააკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებს.

ჯგუფის შემადგენლობაში ძირითადად მოკლევადიანი დამკვირვებლები არიან, რომლებიც საარჩევნო პროცესს მის ყველა ეტაპზე დაესწრებიან. ოფიციალურ განცხადებებს ეუთოს წარმომადგენლები არჩევნებიდან მეორე დღესვე გააკეთებენ. საბოლოო დასკვნა კი როგორც ჩატარდა არჩევნები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.