დავით რეხვიაშვილი: ენმ-ს კანდიდატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს! (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის #1 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანა შატბერაშვილი აცხადებს, რომ მან შესთავაზა  დავით რეხვიაშვილს ერთად ენახათ ის სამუშაოები, რომელზეც ჭყონდიდელის დასახლებაში 7 მილიონი ლარი დაიხარჯა. კანდიდატის თქმით მას რეხვიაშვილი არ შეეხმიანა.

ნანა შატბერაშვილს უპასუხა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის 1 ოლქის მჟორიტარობის კანდიდატმა დავით რეხვიაშვილმა და განაცხადა, რომ ენმ-ს კანდიდატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩატარებული. რეხვიაშვილის განცხადებით შატბერაშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ რეხვიაშვილი მას დაემალა და დანაპირები არ შეასრულა.

დღეს კი დავით რეხვიაშვილის მხარდამჭერებმა ჩვენ შესრულებულის სამუშაოების ამსახველი ფოტოები და დოკუმენტები მოგვაწოდეს და განაცხადეს, რომ ჭყონდიდელის დასახლებაში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა და „შატბერაშვილის სახლთან მისასვლელი გზაც ოცნებამ გააკეთა“.

-მოხდა გაზიფიცირება, გაკეთდა გზა, გარე განატება-უამრავი საჭირო და კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ თუ დანახვა არ უნდათ, ვერ დაინახავენ.ქალბატონი ცრუობს,როცა ამბობს, რომ არაფერი გაკეთებულა. დავით რეხვიაშვილმა მართლაც დიდი სამუშაო გასწია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინფორმაციის მოძიება. გაკეტებულ საქმეებსაც თავადაც ხედავენ, მაგრამ წინასაარჩევნოდ ქულების დაწერა უნდათ“-აცხადებენ რეხვიაშვილის მხარდამჭერები.