„ვწირავთ და სულში ვაფურთხებთ დაჭრილ ჯარისკაცს!“ (ვიდეო)

რუბრიკაში „თქვენი სათქმელი“ თადარიგის უმცროსი სერჟანტიდავით მახარეიშვილი სტუმრობამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. სააგენტომ კარისკაცის მხარდასაწერი წერილებიც მიიღო და მისადმი დახმარების მსურველთა წერილებიც. მასალას

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92/

გამოეხმაურა თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე, რომელიც სააგენტოში მოვიდა და კომენტარის გაკეთება მოითხოვა.

დავით ნემსაძე:

მახარეიშვილის მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით თავდაცვის სამინისტროს. უწყებაში გვითხრეს, რომ საქმეს იცნობენ, მიმდინარეობს დაზუსტება და მიუხედავად იმისა, რომ როგორც უწყებაში გვითხრეს „საკითხი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის თემაა, თვლიან, რომ იქიდან გამომდინარე, რომ იომა კაცმა და დაიჭრა თავდაცვამ ყურადღება  უნდა მიაქციოს“.

ოფიციალურ პასუხს თავდაცვის სამინისტროდან მიღებისთანავე გავაცნობთ თავად სერჟანტსაც და დაინტერესებულ პირებსაც.