„შუშებში რომ ჩამჯდარან მშვენივრად თბილად, არ აწვიმთ, იქნებ ჩვენც გვინდოდა?!.“

„პატრიოტთა ალიანსის“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ჯელაძე წინასაარჩევნო პერიოდში არათანაბბარ გარემოზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ საშუალება სრულფასოვნად აწარმოონ საარჩევნო კამპანია.

ვაჟა ჯელაძე

-ავტობუსის გაჩერება, ვის ეკუთვნის ავტობუსის გაჩერებებზე არსებული მოსაცდელები? შიგნით შუშებში რომ ჩამჯდარან დიდრესურსიანი პარტიები, იქნებ ჩვენც გვინდოდა, ვინ შეგვეკითხა? ზიან მშვენივრად თბილად, არ აწვიმთ, რესურსი აქვთ და იმიტომ!“ (სტილი დაცულია)