ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციას FIFA-ში გაწევრიანება სურს

Sputnik-Abkhazia-ს ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯუმა კვარაცხელია ამბობს, რომ ფიფას აღიარების შესახებ კიდევ ერთხელ მიმართა. კვარაცხელიას კოსოვოს მაგალითი მოჰყავს და იმედოვნებს, რომ სულ მალე აფხაზეთი სხვადასხვა შესარჩევ ეტაპზე დამოუკიდებელი ნაკრების სტატუსით ითამაშებს.

გამოცემა წერს, რომ ე.წ. ფედერაციის ხელმძღვანელის განმარტებით, აფხაზეთს ფიფას 4-კაციანი დელეგაცია სტუმრობდა. მისივე თქმით, ამ პროცესს ეწინააღმდეგება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და დაბრკოლებებს ქმნის.

ვრცელი მასალა იხ

http://m.sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20171019/1022172319/abxaziya-obratilas-v-fifa-o-vklyuchenii-nacsbornoj-v-sostav-organizacii.html?mobile_return=no