რაჭაში, მდინარე ლუხუნის ხეობაში გეოლოგების ახალ ჯგუფს ელოდებიან

გეოლოგების ახალ ჯგუფს ელოდებიან რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ამ დრომდე შეზღუდული რჩება მოძრაობა მდინარე ლუხუნის ხოებაში, სადაც წუხელ ჩამოწოლილმა მეწყერმა პრობლემები შექმნა. ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა და სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დამეწყრილი ტერიტორიის გასაწმენდად, ასევე მთაზე ე.წ. დამცავი ტერასების გასაკეთებლად. ამინდის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა 3 სოფელთან დამაკავშირებელი გზა ღამის საათებში ისევ ჩაიკეტოს.

ძლიერი წვიმის გამო, მთის დიდი ნაწილი ამბროლაურის რაიონში გუშინ საღამოს ჩამოიშალა, რის გამოც 900 კომლი გარესამყაროს მთელი ღამის მანძილზე მოწყდა.

სამ სოფელთან დამაკავშირებელი გზა ამ დროისთვის აღდგენილია

მეწყერი აღნიშნულ მთაზე პირველად 2 კვირის წინ ჩამოწვა.