მიხეილ სარჯველაძე – გნებავთ ვუწოდოთ სიხისტე, გნებავთ სხვა სახელი მოვუფიქროთ ირაკლი ღარიბაშვილის იმ მნიშვნელოვან თვისებებს როგორიც არის ენერგიულობა, გადაწყვეტილებების სწრაფად და სწორად მიღების უნარი

„ქართული ოცნების” დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას გუნდში ყველა პოზიტიურად შეხვდა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნავს, ღარიბაშვილის კანდიდატურა  სწორად უნდა  შეფასდეს.

„გნებავთ ვუწოდოთ სიხისტე, გნებავთ სხვა სახელი მოვუფიქროთ ირაკლი ღარიბაშვილის იმ მნიშვნელოვან თვისებებს როგორიც არის ენერგიულობა, გადაწყვეტილებების სწრაფად და სწორად მიღების უნარი. მის შემთხვევაში ამ ღირსებებს გამოვარჩევდი. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მისი კანდიდატურა სწორად შეფასდეს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.