ილია ჭავჭავაძე ტ ი ფ ლ ი ს ი ს 1897 წლის არჩევნებზე!

,,ხვალ … გ ა ნ კ ი თ ხ ვ ი ს დღეა. განკითხვის დღე იმისი თუ, – ვინ უნდა მ ო უ ა რ ო ს, ვინ უნდა უპატრონოს ტ ფ ი ლ ი ს ს ამ ო თ ხ ს წელიწადს და ვინ უნდა ი ზ რ უ ნ ო ს და ი ს ა ქ მ ო ს ჩვენის კ ე თ ი ლ დ ღ ე ო ბ ი ს ა თ ვ ი ს … ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თ ა მ ა ს უ ქ ი არ იყოს … საქმე ჩვენდა ს ა კ ე თ ი ლ ო დ კეთდებოდეს და კ ე თ ი ლ ი დღედადღე ემატებოდეს ჩვენს მშობელ ქალაქსა …

– იცოდეთ, დიდი ცოდვა-მადლი თანა სდევს ა რ ჩ ე ვ ა ნ ს ა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნ ა მ უ ს ს, თქვენს ს ი ნ დ ი ს ს, თქვენს გ უ ლ ს, თქვენს ჭ კ უ ა ს რამდენჯერმე დაეკითხეთ (დაფიქრდით) – ვინ არის ღ ი რ ს ე უ ლ ი და ვინ არა …

– იცოდეთ, თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომელსაც … თქვენთვის გულშემატკივრობა ს უ ლ ე ლ ო ბ ა დ არ მიაჩნია, რომელსაც უნდა ე ბ რ ა ლ ე ბ ო დ ე ს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენი ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ც ხ ო ვ რ ე ბ ა ს, თქვენს მ შ ვ ი დ ო ბ ი თ და უ შ ი შ რ ა დ ყოფნას ახმარებდეს …

– თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ ა კ ლ ე ბ დ ე ს ქალაქის ხარჯსა (მდიდარს არ ჩუქნიდეს ქონებას) და ხმაამოუღებელს შეუძლებელს განგებვე არ უ მ ა ტ ე ბ დ ე ს, და რაც მდიდარს დ ა ა კ ლ ე ბ ს, ღარიბს არ ა ხ დ ე ვ ი ნ ო ს.

– თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უ ბ ნ ე ბ ი ტალახისა და ტყლაპოებისაგან არა ჰ ყ ა რ დ ე ს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰ ლ ა პ ლ ა პ ე ბ დ ე ს სიფაქიზითა.

– თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი, ქალაქის ბაზარში კ ა რ გ ი და ს ა ღ ი იყოს და თქვენ არ გ ა ხ დ ე ნ დ ნ ე ნ, არ გ ა ფ უ ჭ ე ბ დ ნ ე ნ (უხარისხო პროდუქტით არ გვწამლავდნენ) და ამ მხრით უ შ ი შ ა რ იყვნეთ.

– თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მ ა მ ა ს ი ს ხ ლ ა დ არ ჰხდიდნენ (ფასებს განგებ არ გვიძვირებდნენ) და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უ ძ ვ ი რ ე ბ დ ნ ე ნ საჭირო საზრდოს და საკვებსა.

– თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ ა ფ ა რ ე ბ დ ნ ე ნ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილუბრალოდ ს ჭ ა მ ე ნ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯ ა მ ა გ ი რ ე ბ ი ს (უზომო პრემია, დანამატებს, ქრთამს, არ იღებდნენ) სახითა.

თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰ ა ე რ ი თქვენის დედაქალაქისა არ ი შ ხ ა მ ე ბ ო დ ე ს უწმინდურების სიყრალითა და არა გ შ ხ ა მ ვ ი დ ე ს (გამონაბოლქვით არ გვწამლავდნენ) თქვენ, თქვენს ო ჯ ა ხ ს, თქვენს წ ვ რ ი ლ შ ვ ი ლ ს ა.

თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომ წყალი უ ვ ნ ე ბ ე ლ ი და მ ო უ წ ყ ვ ე ტ ე ლ ი (სუფთა, იაფი წყალი არ წყდებოდეს) გქონდეთ და ამასთანაც, რაც შეიძლება ი ა ფ ი.

თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომ რაკი ხორაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დ ა ხ ათ რ ი ჯ ა მ ე ბ უ ლ ი იყვნეთ, რომ წ ა მ ხ დ ა რ ს და მ ო წ ა მ ლ უ ლ ს (ბაზრებში უხარისხო პროდუქტს არ ყიდნენ) არ შ ე მ ო გ ა პ ა რ ე ბ ე ნ.

თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომ თქვენს წვრილშვილებს სწავლა-განათლების გ ზ ა და ს ა ხ ს ა რ ი (ფასიანი და ძვირი სწავლა გააიაფოს) მ ი ს ც ე ს …

თქვენ გ ი ნ დ ა თ კაცი, რომ თითქმის ორ მილიონამდე ყოველწვლივ შემოსავალი ქალაქისა, თ ქ ვ ე ნ ი ვ ე ხარჯად აღებული, თ ქ ვ ე ნ ვ ე და თ ქ ვ ე ნ ს ქალაქს საერთოდ ჰ ხ მ ა რ დ ე ბ ო დ ე ს გამოზოგვითა და ც ო დ ნ ი თ ა და არა აქეთ-იქით ი ფ ა ნ ტ ე ბ ო დ ე ს გულდაუდებლობით (დღევანდელით ფულს არ ფლანგავდნენ, არ ფანტავდნენ, არ იპარავდნენ) და უ თ ა დ ა რ ი გ ო ბ ი თ ა.

ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ ა რ ჩ ე ვ ა ნ ზ ე (ყველანი არჩევნებზე) და თქვენი მ ო ქ ა ლ ა ქ უ რ ი, კაცადკაცური მ ო ვ ა ლ ე ო ბა გადაუხადოთ თქვენს მშობელ ქალაქსა. ი ც ო დ ე თ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხ მ ო ს ნ ო ბ ა ს (საკრებულოს წევრობას), იმას ა ბ ა რ ე ბ თ მთელის ო თ ხ ი ს წლის თქვენს საერთო ს ვ ე-ბ ე დ ს ა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა …

გულს ნუ გ ა ი მ რ უ დ ე ბ თ, სულს ნუ წ ა ი წ ყ მ ე დ ა ვ თ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე … თქვენს პ ა ტ ი ო ს ნ ე ბ ა ს აბარია. ახსენეთ ღ მ ე რ თ ი და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით ა რ ჩ ე ვ ა ნ ი ს დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ ა ქ მ ნ ე ვ ი ნ ო თ (არ გააყალბოთ, არ გაიყიდოთ), რასაც გ უ ლ ი და ს ი ნ დ ი ს ი არ გეუბნებათ!”