“სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის” ანგარიში

“სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი” არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშს ავრცელებს:

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანგარიში

“სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის დაკვირვებით, საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ, ჯანსაღ და თავისუფალ გარემოში, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 70-მდე წვრილი დარღვევა, რაც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდებოდა:

• წილისყრის პროცედურა- 10
• საკონტროლო ფურცლის შევსება – 3
• მარკირების შემოწმება / მარკირება – 18
• ვადაგასული ან პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის მცდელობა – 12
• ამომრჩევლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დარღვევა – 7
• ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა – 9
• საარჩევნო ყუთის გახსნის პროცესი – 6
• ოქმის შედგენასთან დაკავშირებული დარღვევა – 4

აღსანიშნავია, რომ “სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის” წარმომადგენლები, სადამკვირვებლო საქმიანობას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ახორციელებდნენ.

ჩვენი დაკვირვების შედეგად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება ჯანსაღ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში უზრუნველყო.