ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძის განცხადებით, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ.

„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში,“- ამბობს ლელა სურმანიძე.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.