ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეული შენობის მეოთხე სართულზე დედა 2 შვილთან და მაზლთან ერთად იმყოფებოდა

ბათუმში ჩამონგრეული შენობის მეოთხე სართულზე დედა 2 შვილთან და მაზლთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ოჯახის ახლობლი აცხადებს.

„ერთი შვილი ბაღში მიიყვანა და დაბრუნდა. ტელეფონი გამორთულია და ვერ ვეკონტაქტებით“, – თქვა ქალმა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩამონგრეულ ბინაში არის 86 წლის ქალი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით 8 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში.