სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

“ჩვენი პოზიციაა, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა, განსაკუთრებით 70 წელზე მეტი ასაკის პირებზე დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, სახლიდან გამოსვლის აკრძალვა და ამ ნაწილში ადამიანებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს.

“ამ წესიდან ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისები – ეს არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები. სასურსათო მაღაზიაში შეიძლება იმყოფებოდეს სამზე მეტი ადამიანი, მაგრამ აქაც მკაცრი კონტროლი უნდა არსებობდეს. აუცილებლად უნდა იყოს დაცული მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია და ჩვენ ვხედავთ, რომ მაღაზიები ამ რეკომენდაციებს კარგად იცავენ,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.