“ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა, სტრატეგიას დავსახავთ…”

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძექიბარ ხალვაშის წინადადებას, რომ „რუსთავი 2-ის“ 40%-იანი წილი გადაეცეთ, არ დათანხმდნენ. დავით დვალი ვარაუდობს, რომ იქნება მცდელობა „რუსთავი 2“ სახელისუფლებო არხი გახდეს“ . მისივე თქმით,  „რუსთავი 2-ის“ გადაეცა  ერთ-ერთ შუალედურ რგოლს და არა ვისაც, პირველად წაართვეს, შესაბამისად, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა.

„არანაირ ვაჭრობას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მაშინაც შეხვედრაზე პირდაპირ დავსვით საკითხი, ბრძანეთ და ჩვენი პასუხი იქნება, კი ან არა, სავაჭრო იქ არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს ინტენსიური კონტაქტი მესამე სექტორის წარმომადგენლებთან., დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, ჩვენ მაქსიმალურად გავაქტიურდებით ამ მიმართულებით. ყველა თანამოაზრეს, ვინც ფიქრობს, რომ „რუსთავი 2-ს“ თავს რაც ცდება დაუშვებელია, ყველასთან გავალთ კონტაქტზე და სტრატეგიას დავსახავთ,“ – განაცხადა დავით დვალმა.