პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას Facebook-ზე ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას Facebook-ზე ეხმაურება.

„მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი