“საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ფინანსდება სხვა ქვეყნის მიერ!..”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის საყოფაცხოვრებო ხარჯებს სრულად ყოფნის საფრანგეთში დანიშნული პენსია, რის გამოც ის პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს.

“ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან.

მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში, ამიტომ შემიძლია პრეზიდენტის სარგო მოვახმარო ამ საქმეებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას პარტია „საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლილუაშვილი ეხმიანება, რომელიც სხვათაშორის სალომე ზურაბიშვილის ჯანდიდატობიდან მოხსნას მოითხოვდა.

-ესეც ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სალომე სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა და ის უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ფინანსდება სხვა ქვეყნის მიერ ანუ იგი ატარებს სახვა ქვეყნის ინტერესებს!
რაც დაუშვებელია და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველია!“-აცხადებს ლილუაშვილი.

ცნობისთვის. საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 900 ლარს შეადგენს.

საფრანგეთში საშუალო პენსია: 1 142 ევროა.