„ისინი, ვინც “ნაცებიდან” შეშფოთებულები გვითვლიდნენ, შალიკო არ მიატოვოთო, დღეს მიშას აგინებენ“

კახა ძაგანია

„მემარცხელე ალიანსის“ ლიდერი

-„ჩვენ უფრო ადრე მივატოვეთ სააკაშვილი, ვიდრე ბოკერია-უგულავას ჯგუფმა, მათ 4 წლით დააგვიანეს, მხედველობაში მაქვს ნათელაშვილის მიტოვება, ვინაიდან შალიკოს მიტოვება მიშას მიტოვებაა.

როგორც კი ფაქტობრივი მტკიცებულებებით დაგვიდასტურეს სააკაშვილ-ნათელაშვილის ფინანსური და პოლიტიკური ურთიერთობები, “მემარცხენეებმა” იმავდროულად მოვიწვიეთ საგანგებო პოლიტიკური კომიტეტის სხდომა და მივატოვეთ გამყიდველი ნათელაშვილი.

ბედის ირონიაა, ისინი ვინც “ნაცებიდან” შეშფოთებულები გვითვლიდნენ, შალიკო არ მიატოვოთო, დღეს მიშას აგინებენ, კიდევ ის ფაქტი მახალისებს, სააკაშვილს მარტო ნათელაშვილი რომ დარჩა გულის გამქარვებლად და კოკობად“.

კომენტარის დატოვება