„გაახარეს დღეს ბებო! მადლობა თამარ ტალიაშვილს“

ზღვისუბანში მცხოვრებ ფილოლოგ ქალბატონს, 89 წლის ნინო ნოზაძეს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა 8 მარტი მიულოცა.

ქალბატონი ნინო უზომოდ გახარებული დარჩა ამ მილოცვით, მისმა შვილიშვილმა კი თამარ ტალიაშვილს სოციალური ქსელით მადლობა გადაუხადა.

-გაახარეს დღეს ჩვენი ჩვენი ბებო! ჩვენმა მზრუნველმა მაჟორიტარმა თამარ ტალიაშვილმა 8 მარტი მიულოცა ჩვენს ბებოს და საჩუქრები გამოუგზავნა-წერს მარი.