“თიანეთიდან ღამის ორის ნახევარზე წამოვედი, ტირილი მომინდა…როგორ დაგვცინიან!..”

თამაზ ჭეიშვილი

გუშინ თიანელ უმშვენიერეს,უკეთილშობილეს და უვაჟკსაცესს ხალხს ებრძოდა,ერთი მუჭა ,ნამუს გარეცხილ მედროვეთა ჯოგი! ებრძოდა უსინდისოდ,ყოვლად აკრძალული, სამარცხვინო ილეთებით! იმ ილიეთებით,რომელიც ჯერ კიდევ შადიმან ბარათაშვილმა დაამკვიდრა და მეოცე საუკუნეში ,,თეთრი მელა,, – ად წოდებულმა,ედუარდ,,გიორგი,, შევარდნაძემ დახვეწა!
მე განმაცვიფრა ,ამაყი გამხადა და ცრემლებამდე ამაღელვა თიანელების, თავდაჭირეილობამ, სიბრძნემ, ჰუმანურობამ და რაც მთავარია,ვაჟკაცურმა სულისკვეთებამ!
ნამუსგარეცხილმა მავანმა, ყველაფერი იღონა,რათა მოეტყუებინა დაემცირებინა და ,,სეთური თაბაგარის,, კლსიკური,,ყვარყვარეს,, მონობაში დაეტოვებინა,, ეს გმირი და ყველა ქართველისთვის საამაყო თიანელი ხალხი!
თიანეთმა დღისით,მზისით,დიდი უპირატესობით,ხმა მისცა მათივე წიაღიდან წამოსულ თმაზ მეჭიაურს,რომელიც მოდიდოდა და მოვიდა,მხოლოდ იმიტომ რომ იმ ქალაქს ,იმ მხრეს სადაც დაიბადა და გაიზარდა,ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს 28 წლიანი ,,მისჯილი,, ყოფა!
ღამის ორ საათამდე გრძელდებოდა ღვთაებრივი და სატანური ძალების ჭიდილი! ერთი მუჭა მედროვეები როგორ არ ეცადნენ წაერთმიათ კანონიერი ხმები მეჭიაურისთვის,(მე მგონი)არაფერი გამოუვიდათ! თიანეთის ცენტრში,მეოცე საარჩევნო უბანის წინ,კულტურის სახლთან მდუმარედ და მოთმინებით ელოდნენ თამაზ მეჭიაურის მხარდამჭრები საარჩევნო (საბოლოო) შედეგს… და ამ შედეგს უსასრულოდ,ელოდნენ!…
მალავდნენ ბიულეტენებს!მალავდნენ!,,ჭრიდენ,კუწავდნენ,ამახინჯებდნენ,,! ბოლოს გავიგეთ მეჭიაური სამი ხმით აგებსო… შემდეგ,თურმე 19 ხმით იგებსო…

ვიდექი თიანეთის ცის ქვეშ,ვუყურებდი ამ ფარსს და ტირილი მომინდა…გეფიცებით,თვალები სინანულის ცრემლით ამევსო…ადამინებო…ქართველებო,როოგორ დაგვცინიან!
ვაი შენ,საბრალო საქართველოვ,როდემდე იქნები მოძალადე გამყიდველთა ტყვეობაში?!

წუხელ,თიანეთიდან ღამის ორის ნახევარზე წამოვედი და ჯერ კიდევ ,,ვერ დაეთვალა,,…არ დაეთვალა არჩევნების შედეგები, საარჩევნო კომისიას,,…
ამ დრომდეც არ ვიცი, ,მოიგო თუ არა,, დაჭრილმა არწივმა,ყვავყორნებთან ბრძლოა,,…

თამაზ,გაგვაგებინე! ხომ ვიცი რომ,ინტერნეტის ვირტუალურ სამყაროში მთელი ქართულენოვანი მსოფლიო გგულშემატკივრობს!

ზაქარია!
ვერ გეტყვით,რომ ,,მოგმართავთ პატივისცემით,,…უბრალოდ,მოგმართავთ!
ვიცი,იმუნიტეტი გიცავთ,მაგრამ,რაც მე წუხელ თიანეთში ვნახე,არა მგონია იმის მომსწრე მამაზეციერი, უფალი, თქვენს მხარეს იყოს! …თუმცა,სამყაროს აბალანსებს ორი ძალა,სატანური და ღვთიური… და ეს ჭიდილი ევასა და ადამის დროიდან დაწყებული, გრძელდება,გრძელდება…ბოლო არ უჩანს!
სამოთხის ვაშლი დღემდე დაგორავს,მაცდური გველიც დაცურავს დღემდე… ის ,30 ვერცხლიც არ ამოშლილა კაცობრიობის მეხსიერებიდან…
ნუ იკადრებთ და ნუ იტყვით,მე არაფერი ვიცოდიო! …ვინ დაგიჯერებთ?
თუმცა,თქვენ ხომ გიცავთ იმუნიტეტი… ანუ,თავი ქუდში გაქვთ…,,უშანკაში,,…

წავედი თუ არა არჩევნებზე?

_თქვენ მეკითხებით,წავედი თუ არა არჩევნებზე?არა,არ წავსულვარ! ის ,,მაკულატურა,, რომელიც სახლში მომიტანეს დავხიე და ჩავყარე ურნაში! იმიტომ რომ,69 წლისა ვხდები და ამ განვლილმა 28 უკანასკნელმა წელმა დამარწმუნა,ნებისმიერი მთავრობა,რა ორიენტაციისა და მრწამსისაც არ უნდა იყოს,ისე წაიყვანს საქმეს როგორც მას უნდა,როგორც მის პირად კეთილდღეობას გამოადგება!
…და ჩემი ხმა,შენი ხმა,იმისი ხმა,ჩემო ძვირფასო მეგობარო, არის ,,ხმა მღაღალდებლისა უდაბნოსა შინა,,!ჩვენ ვართ,,არჩევნების დეკორაცია,, …მეტი არაფერი!
ასე რომ,ქართველთა გენოციდი წარმატებით გრძელდება! საქართველოში დაძრწის სული,სული შადიმან ბარათაშვილისა!
ნუ დამიწყებთ ეხლა ჭკუის სწავლებას,იმ დახეულ ,,მაკულატურასთან,, დაკავშირებით!