თბილისის კოლორიტი – ოთარ რამიშვილი – იუბილარია (ვიდეო)

ყველასგან განსხვავებული მომღერალი – ოთარ რამიშვილი -დაიბადა 1934 წლის 24 ოქტომბერს.

ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი, თბილისის კოლორიტი. 2009 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ოთარ რამიშვილის მიერაა დაწერილი და შესრულებული ჰიტები „ფუტკარი“, „რიჟრაჟი“, „ბულბულის სტვენა“, „მარტის თვეა შენი“, „თბილისო“ და სხვა.

ოთარ რამიშვილი კომპოზიტორია ფილმისა „მამა“  (1984).

გარდაიცვალა 2011 წლის 6 ოქტომბერს 76 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

https://www.youtube.com/watch?v=i1YAAQjwcKc