საქართველოს ელჩების ახალი კანდიდატურები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში დასანიშნად ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.

კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილია კონსტანტინე ქავთარაძის კანდიდატურა.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის თანამდებობაზე წარდგენილია ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ ბერძენიშვილის კანდიდატურა.

ინფორმაცია გავრცელებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

კომენტარის დატოვება