“ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება”

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბოლო დღეებში ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა,  დღეს ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი და ინფლაცია წლის ბოლომდე  მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა მას შემცირების დინამიკა ექნება და ეროვნული ვალუტა დასტაბილურდება. კობა გვენეტაძე უარყოფს ლარის ინფლაციის ხელოვნურად გამოწვევას, თითქოს ის  არჩევნების შემდგომ პერიოდთან იყოს დაკავშირებული.

ქვეყანაში ლარის გაუფასურებამ  მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეების უმეტესობა ეროვნული ვალუტის ინფლაციას  არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირებს. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ დიდი რაოდენობით თანხა დახარჯა და ახლა  ხდება ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღება.