“გამოუსწორებელი შეცდომა იქნება ბაგა-ბაღებში საფასურის შემოღება…”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, გიორგი კვირიკაშვილს და კახი კალაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოუსწორებელი შეცდომა იქნება ბაგა-ბაღებში საფასურის შემოღება…

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, გიორგი თევზაძე, გიორგი კვირიკაშვილს და კახი კალაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს ბავშვთა უფლებებისა და ქვეყანაში მოქალაქეთა სოციალური ეკონომიური პორობების გაუმჯობესებაზე.

-“თუ რეალურად შევაფასებთ ქვეყანაში არსებული ეკონომიურ მდგომარეობას დავინახავთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს მძიმე ეკონომიური და სოციალური სიდუხჭირის პირობებში, და ამ რეალობის გათვალისწინებით დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან თუმდაც მსჯელობა კი ბაგა-ბაღებში საფასურის დასეწებაზე მიუღებელია, ხოლო თუ ასეთს ექნება ადგილი გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, რაც კიდევ უფრო გაუარესებს მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახების პირობებს ფაქტია, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია, ამასთანავე რეგულარულად მატულობს კომუნალური გადასახადები….

ოჯახების სოლიდური ნაწილი ვერ იღებს სახელმწიფო შემწეობებს რადგანაც არ არიან დარეგისტრირებული სოციალური დაუცველ ბაზაში მითუმეტეს ამისა ასეთი ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი მცირეწლოვანი ბავშვების შესაბამის კალორიულ კვებას რაც აუცილებელია მათი ჯამრთელობისა და განვითარებისათვის , სწორედ ასეთი ოჯახები ვეღარ შეძლებენ ბაგა-ბაღებში საფასურის დაწესების შემთხვევაში მის გადახდას,და იძულებული გახდებიან ბავშვები გამოიყვანონ ბაგა-ბაღიდან , ხოლო ის ოჯახები რომლებსაც აქვს კომერციული საქმიანობიდან შესაბამისი შემოსავალი ანდა დასაქმებულნი არიან კერძო სექტორში თუ სახელმწიფო ორგანიზაციებში მათი აბსოლიტური უმრავლესობა ისედაც სარგებლობს კერძო ფასიანი ბაგა-ბაღების მომსახურეობით, გამოდის რომ ასეთი სახის გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად დააწვება მხოლოდ ისედაც სოციალურ სიდუხჭირეში მყოფ ოჯახებს, ვიმედოვნებ რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ბავშვის უფლებებს მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე რადგანაც ბავშვები ჩვენი მომავალი თაობაა და ყველაფერი საუკეთესო ეკუთნით ბავშვებს, ამასთანავე თითეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა ვიზრუნოთ ბავშვების სოციალურ პირობების გაუმჯობესებასა და მათ ჯანმრთელობაზე. – აღნიშნულია უფლებადამცველის მიმართვაში.