“ჯერ კიდევ ივანიშვილის ამომრჩევლების წყალობით ბრძანდება ყველა პარლამენტში”

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

ქუცნაშვილი-მეჭიაურის საკითხზე მოკლედ დავწერე გადაცემის ნახვის შემდეგ. დაპირებისამებრ ცოტა უფრო ვრცლად დავწერ და ალბათ მეტ ყურადღებას აღარ იმსახურებს.
1. მას შემდეგ, რაც სასამართლომ მეჭიაურის სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა და ფქტობრივად მერად აღიარა, როგორ უნდა ააწყონ ურთიერთობები დეპუტატმა და მერმა იმ შეურაცხყოფების (დეტალებში არ შევალ, ძალიან მდაბიო კინკლაობა იყო) ფონზე, რაც საჯაროდ გაჟღერდა?

2, იმ დიდი ზიანის შემდეგ, რომელიც დეპუტატმა მიაყენა პოლიტიკურ გუნდს, პარტიას და პარტიის დამფუძნებელს, როგორ უნდა ააწყოს მათთან ერთიერთობები? თუ არაფერი მომხდარა. დამფუძნებელთან დიდი ალბათობით აღარ ექნება. დარწმუნებული ვარ არ იქნება კმაყოფილი ასეთ კონტექსტში მასწავლებლად მოხსენიების გამო. როგორც ვიცი არ უყვარს მლიქვნელობა. მოსახლეობის რეაქციაც ძალიან უარყოფითია. გადახედეთ ფბ-ს

3. ყველაზე მიუღებელი ამ ყველაფერში იყო განცხადება იმის შესახებ, რომ “ჩემს პასუხისმგებლობას ჩემი ამომრჩეველი განსაზღვრავს”-ო,
ა) არ არსებობს “ჩემი ამომრჩეველი”, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ამომრჩევლების წყალობით ბრძანდება ყველა პარლამენტში
ბ) როგორ განსაზღვრავს ამომრჩეველი, ხმის გაწვევის ქმედითი მექანიზმი არსებობს?

4. რაც შეეხება ნეპოტიზმს, მესმის როცა ნიჭიერ ან ნაკლებად ნიჭიერ ნათესავს თუ მეზობელს ასაქმებ, მაგრამ როცა მოგყავს არაკომპეტენტური, ლოთი და კორუმპირებული (როგორც თვითონ შეაფასა, თორემ როგორც მინიმუმ ლოთი არაა. მან მოიყვანა თუ სხვამ, ესეც საკამათოა. როგორც მამუკა არეშიძემ თქვა, მანამდე მივიდა ოცნებაში და არ ვენდო მის სიტყვებს, არ მაქვს საფუძველი. რაც შეეხება კორუმპირებულს, უკუ ბრალდებებიც იყო და დარჩა პასუხგაუცემელი), ეს სულ სხვა თემაა. ნიჭიერი და ტალანტის მქონე ნათესავის მოყვანაც არ უნდა აღიარო, როგორც ნეპოტიზმი და უნდა თქვა, რომ ნიჭიერია და დაამტკიცო ნიჭიერება. სხვათაშორის ვინმეს ნათესაობა არ უნდა იყოს ნიჭიერი ხალხის შეზღუდვის მიზეზი.

იმის აღიარება, რომ ასეთი თვისებების მქონე ადამიანი მოგყავს, ნიშნავს ან შეგნებულად გუნდისთვის და ივანიშვილისთვის შეგნებულად ზიანის მიყენებას, ან დაუსჯელობის განცდას. რომელია აქედან, ქართული ოცნების გადასაწყვეტია.

ამიტომ ეს საკითხი ვერ/არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.