“სატანისტური მანქანება, ზომბირება, ფსიქოლოგიური წნეხი და მორალური ზეწოლა!”

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი

ის რასაც ამჟამინდელი მასმედია და პრესა საზოგადოების მიმართ ახორციელებს, არის სატანისტური მანქანება, ნეიროლინგვისტური ზომბირება, ფსიქოლოგიური წნეხი და მორალური ზეწოლა! ფაქტობრივად ყველა გადაცემასა და თოქშოუში ნეგატიური, გამაღიზიანებელი, ინტრიგნული, უხამსი, სკანდალური და ეპატაჟური ამბების ტირაჟირება ხდება. ტელეწამყვანების მთავარ მოტივაციას კი მოწვეული სტუმრების დაპირისპირება, ურთიერთ-ლანძღვა, კონფლიქტური შეჯახება, ზნედაცემული ცირკი და სანხაობა წარმოადგენს… არანაირი ჟურნალისტური ეთიკა, არავითარი სიმართლე და პოზიტივი, მარტო ბანალური, ცრუ თუ ტრივიალური მაუწყებლობა, სადაც ადამიანი აბსოლუტურად არაფერ ღირებულს არ წარმოადგენს და მხოლოდ საბაზრო საქონელია.

საქართველოში არსებული ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენელთა უმრავლესობა ლიბერალური ნარატივისა და LGBT პროპაგანდისტული ტრენდის მიმდევარი და დაქირავებული მსახურია, რომელთაც კარიერისტული, კომერციული თუ მერკანტილური ინტერესი უფრო წინა პლანზე აქვთ, ვიდრე პროფესიული ვალდებულებები, საზოგადოებრივი ეთიკა და მორალი. ანუ ჩვენი მასმედია თუ პრესა მთლიანად უტილიტარული და ეგოისტური აზროვნებითაა განმსჭვალული, სადაც საზოგადო სიკეთეზე ზრუნვა სრულიად იგნორირებულია.

მავანნი, ფინანსური რესურსების დიდძალი დოტაციითა თუ სუბსიდირებით მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ტრადიციული ფასეულობების, თვითმყოფადი ეთნოფსიქოლოგიის, ზნეობის, სულიერებისა და კონსერვატიული ღირებულებების ნიველირება მოხდეს რაც შეიძლება უფრო სარკასტული და ცინიკური რიტორიკით, იუმორისტული სკეჩებით, ფეიქ “აღმოჩენებით” და ა.შ.

შემირცხვენია ყველა ყეყეჩი და სულგაყიდული, უპრინციპო და უღირებულებო ჟურნალისტი, რომელსაც სტივენის მაიკლზე დაქორწინება ნორმა ჰგონია და კაცის ქალად გადაკეთება – არჩევანი!

შემირცხვენიხართ ყველა, ვისაც ბიბლიურ, ანთროპოლოგიურ, ბიოანატომიურ კანონზომიერებაზე მეტად მართლებად მიგაჩნიათ თავი!