“ჯერ ქართული ენის დაცვა და მასზე ზრუნვა და პარალელურად აფხაზურის!..”

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზური ენის ზრუნვასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა და მასზე ზრუნვაც”.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების შესახებ განცხადებას და განაცხადა, რომ აფხაზური ენის ზრუნვასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა და მასზე ზრუნვაც.

-“საქართველოს პრემიერ მინისტმა მთავრობის სხდომაზე 27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღე მიულოცა მისი განცხადებით „ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს“, – მისი განაცხადებით – „აფხაზური ენის დაცვისა და განვითრების სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ამისთვის გამოყოფილი იქნება ბიუჯეტი.

“ვფიქრობთ, ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში. ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა იქნება გამოყოფილი შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის“.

აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს, რომ რათქმა მისასალმებელია, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგეენელი აკეთებს ასეთი სახის განცხადებას, საქართველოს ერთერთ რეგიონის მცხოვრები მოსახლეობის აფხაზური ენის განვითარების შესახებ, მაგრამ როცა საქართველოში ჯერ სათანადოდ დაცული არარის თავად ქართული ენა რეალურად არ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები ქართული ენის დაცვის შესახებ, ქაღალდზევე დარჩა ქართული ენის პალატის შექმნის იდეა, თითქმის უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში კერძო დაწესებულებების აბრებზე უმეტეს წილად იგნორირებულია ქართულ ენოვანი წარწერები მითუმეტეს იმ დასახლებებში სადაც უფრო ჭარბობს ეროვნულ უმცირესობების კომფაქტური დასახლებები.

მივმართავ ხელისუფლებას აფხაზური ენის დაცვისა და განვითრების სახელმწიფო პროგრამის შექმნასთან ერთად ასევე უმნიშვნელოვანესია პირველ ყოვლისა ქართული ენის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე ზრუნვა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება არა ქაღალდზე, არამედ რეალურად ცხოვრებაში და სხვადასხვა მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება, ამისათვის სახელმწიფომ უნდა გამოყოს შესაბამისი სოლიდური ბიუჯეტი და ასევე პარალელურად ვიზრუნოთ აფხაზური ენის განვითარებაზე, თუმცა რამდენად განხორციელებადია ეს როცა ამჟამად საქართველოს ძირძველი რეგიონი აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და დროებით საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება მასზედ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების გაკეთებულ განცხადებაზე კი აფხაზეთში რუსეთის მიერ დასმული მარიონეტულმა “ხელისუფლების წარმომადგენელმა „ თავის პასუხში ცინიკური დამოკიდებულება გამოხატა.

მათ გასაგონად ცნობისთვის ავღნიშნავ, რომ სამწუხაროდ იუნესკოს განცხადებით აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი, დღეს კი ოკუპანტი რუსეთის წყალობით კი თავად ეთნიკურად აფხაზებს ემუქრება გაქრობა რომლებიც აფხაზეთში ცხოვროვრობენ და აფხაზობენ წარმოადგენენ აფსუა ეთნოს, ეთნონიმი „აფხაზი“ ეტიმოლოგიური თვალსაზრისით ქართული წარმოშობის სიტყვა და სხვა ხალხთა ენებშიც ქართულიდან გადავიდა სახელწოდება აფხაზი,. ხოლო 1992 წლიდან დღემდე ოკუპანტ რუსეთის წარმომადგენლები და აფხაზეთში რუსეთის მარიონეტული ხელისუფლება ყველაფერს ცდილობენ რათა აფხაზეთში წაშალონ ქართული კვალი ამისათვის ქართული სამონასტრო კომლექსების გადაკეთებას და დანგრევასაც არ ერიდებიან… არც იუნესკოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე დაუხევიათ უკან, თუმცა ისეთი ისტორიულ წყაროები როგოროც არის სპარსული წყარო თუ მას თვალს გადავავლებთ აღსანიშნავია ერთი დეტალი; აღსანიშნავია რომ  X  საუკუნის საქართველოში უმოგზაურია ცნობილ სპარს პოეტს აბუ მანსურ მუჰამად იბნ აჰმად დაყიყის, რომელიც საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებს თავის წყაროებში და ასეთ ისტორიულ წყაროების წაშლას ვერ შესძლებენ” -აღნიშნულია უფლებადამცველის განცხადებაში.