„ახალგაზრდობის ოაზისი“ – ადგილი, სადაც ყველა 100 წელზე მეტს ცოცხლობს და 65 წლის ასაკშიც აჩენენ ბავშვებს…

ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე არის ადგილი, რომელსაც „ახალგაზრდობის ოაზისს“ უწოდებენ. ადგილობრივები არასდროს ხდებიან ავად და ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ეს ადგილი მდინარე ჰუნზას ხეობაშია.

ჰუნზას ტომის ადამიანებმა არ იციან რა არის კიბო, არც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ყველა 100 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს. ჯერ ეს ფენომენი ვერც ერთმა მეცნიერმა ვერ ამოხსნა. საცხოვრებელი პირობები საკმაოდ მკაცრია, ეს ხეობა ხომ ჰიმალაიში, ჰუნზაც ნაპირებზეა გაშენებული.

ფიზიკურად უფრო ევროპელებს ჰგვანან. ლეგენდის თანახმად ეს ტომი ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს არსებობდა. საუბრობენ მშობლიურ ენაზე, რომელსაც ბურუშანსკული ეწოდება და არ ჰგავს სხვა არც ერთ ენას, ისე კი ტომში ყველამ იცის ინგლისური და ურდუ.

ჰუნზები 15 გრადუსიან ყინვაშიც გაყინულ წყალში ბანაობენ, 100 წლამდე ყველა მოძრავ თამაშებს მისდევს, 40 წლის ქალები ახალგაზრდებს ჰგვანან, 60 წლისანი ისევ ტანადები არიან, 65 წლის ქალები კი ბავშვებს აჩენენ.

ზაფხულში ხილით და ბოსტნეულით იკვებებიან, ზამთარში კი ამ ბოსტნეულის ჩირით და პურის მარცვალში შერეული ბრინზათი.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: გაზაფხულზე, რომელიც იქ 4 თვე გრძელდება,მაშნ როცა ხილი ჯერ კიდევ დამწიფებული არ არის, ისინი თითქმის არაფერს ჭამენ და დღეში ერთხელ მხოლოდ გამომშრალ აბრიკოსს მიირთმევენ. ეს მათი კულტურის ნაწილია და მკაცრად იცავენ ამ წესს.

ტომის ყოფაცხოვრება პირველად შოტლანდიელმა ექიმმა მაკარისენმა აღწერა, რომელიც გაოცებული იყო იმით, რომ არასრულფასოვანი კვების მიუხედავად აქ ავად არავინ ხდება და ყველა ასაკთან შედარებით აქტიურად ცხოვრობს.

64 და 97 წლის ქალები

1984 წელს ამ ტომის შესახებ მსოფლიომ გაიგო. ტომის წევრი საიდ აბდულ მობუდი ლონდონში ჩავიდა. აეროპორტში კონტროლის სამსახურმა მას პასპორტი მოსთხოვეს და გაოცდნენ-დაბადების წელი 1823 წელი ეწერა. კაცი 160 წლის იყო.

მასთან მყოფმა მეორე მამაკაცმა კი განაცხადა,რომ საიდ აბდულს ტომში წმინდანად მიიჩნევენ, რადგან 160 წელი ცოცხლობს. ასაკის მიუხედავად შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს, არც მხედველობას უჩივის და არც აზროვნების დაქვეითებას. ექიმებმა მას ფენომენალური მოვლენა უწოდეს.