ისრაელში, ღაზას სექტორში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

 

4 ადამიანი დაიღუპა და 14 მძიმედ დაშავდა ისრაელში, მიწისქვეშა გვირაბის აფეთების შედეგად. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს,  რადგან 5 ადამიანი დაკარგულად ითვლება.  პალისტინის მხარის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არიან ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური და მისი მოადგილე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მაშველებთან ერთად შემთხვევის ადგილას მისული „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის დაღუპვის შესახებ.