წლის გავლენიან ქალბატონად ანგელა მერკელი დასახელდა

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსი“ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალბატონად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა.

წლის გავლენიან ქალბატონებს შორის მეორე ადგილს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იკავებს. ტერეზა მეი პირველად მოხვდა წარმატებულთა რეიტინგში.

მესამე ადგილი „ფორბსმა“ უმდიდრესი ადამიანის, ბილ გეიტსის მეუღლეს მიაკუთვნა. აღსანიშნავია, რომ მელინდა გეიტსმა წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად 40 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში დახარჯა. რაც შეეხება ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, მან 67-ე პოზიციაზე გადაინაცვა. გასულ წელს ის ამ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა. ბრიტანეთის დედოფალი 26-ე ადგილასაა, ხოლო ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი და მრჩეველი ივანა ტრამპი მე-19 ადგილზე.

მსოფლიოს გავლენიან ქალბატონთა სიაში ასევე მოხვდნენ მომღერლები ბიონსე (50-ე ადგილი) და ტეილორ სვიფტი (85-ე ადგილი).