არ გამოგრჩეს! “მომავალ სპიკერთა სკოლა 2017” 20 ნოემბრიდან…

ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია STEP/სტეპი ისევ მასპინძლობს ყველაზე ინოვაციურ, მოთხოვნად, ინფორმაციულ და კარიერული წინსვლისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს „მომავალ სპიკერთა (პრეზენტატორთა) სკოლა 2017“, რომელიც გაიმართება თბილისის ღია უნივერსიტეტის ახალ კორპუსში 2017 წლის 20 ნოემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.  აღნიშნულიმოიცავს 100 ახალგაზრდას, როგორც სკოლის მოსწავლეს, ასევე სტუდენტებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. პროექტის პარტნიორია 30-მდე კომპანია, რომლებიც ზრუნავს მონაწილეების წამახალისებელ პრიზებზე. პროექტის გამარჯვებული სრულიად უსასყიდლოდ გაემგზავრება AIESEC in Georgia-ს პროექტის ფარგლებში მოხალისეობრივი ან პროფესიული სტაჟირების პროგრამით ევროპის მისთვის სასურველ ნებისმიერ ქვეყანაში 6-დან 18 კვირამდე ან 6-დან 72 კვირამდე. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის: სტეპის პარტნიორი ტურისტული კომპანიაWonderland გამარჯვებულ წყვილს 2 კაციანი საგზურით ასაჩუქრებს ულამაზეს კაპადოკიაში. ორგანიზაცია კი ტრადიციულად ფულად პრიზს აწესებს გამარჯვებულებისთვის.

ომავალ სპიკერთა სკოლა 2017 საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს განავითარონ სპიკერის უნარ-ჩვევები, დაეუფლონ საჯარო გამოსვლების ხელოვნებას, აუდიტორიასთან მუშაობას, შეისწავლონ და წარმოაჩინონ მათთვის საინტერესო საკითხები და გაუზიარონ თავიანთი ხედვა საზოგადოებას. პროექტი მიმდინარეობს 4 კვირის განმავლობაში. გამოცდილი ტრენერები, ხელმძღვანელები ფსიქოლოგებთან ერთად იზრუნებენ პროექტის აკადემიურ მხარესა და მონაწილეებში სპიკერის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

რეგისტრაცია გრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის FB გვერდს.

იხ

https://www.facebook.com/step.org.ge/?timeline_context_item_type=intro_card_work&timeline_context_item_source=1472874869&pnref=lhc