თამარ ჟვანია: თიანეთში არჩევნები ხელმეორედ არ ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისისს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თიანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები არ გადაიხედება. მისი თქმით, შემაჯამებელი ოქმი შედგენილია ისე, რომ ხმები ყუთში არსებული ბიულეტინებიდან არის დათვლილი.

“თიანეთში არჩევნები ხელმეორედ არ ჩატარდება.ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – განმარტავს ცესკოს თავმჯდომარე.

ეს განცხადება თამარ ჟვანიამ კომისიის სხდომაზე თიანეთში ქართული ოცნების კანდიდატის საჩივრის განხილვის შემდეგ გააკეთა. ეს საჩივარი სხდომაზე 11 საკითხს შორის პირველ რიგში განიხილეს.