შეუძლებელია სადმე ეწეროს, რომ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია

ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე  ამბობს, რომ შეუძლებელია სადმე ეწეროს, რომ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

მამუკა მდინარაძე მედიასთან  განცხადებას აკეთებს , ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:”მთელ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს, გაგზავნილი იყო თუ არა გერმანული მოდელი ეუთო/ოდირში და ეუთო/ოდირი ამბობს, თუ არა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს. ახლა სიტყვების მანიპულირებით ცდილობენ, რომ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას დააჯერონ, რომ გერმანული მოდელი, რომელზეც ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში, არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. შეუძლებელია, რომ ეს სადმე ეწეროს, ასეთ რამეს ვერავინ ვერ დაწერდა და თვეების განმავლობაში კამათი იყო სწორედ ამაზე, ეს არის ტყუილი, იგივეს ვიმეორებ დღესაც, რომ გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა არის შეუძლებელი”, — თქვა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის აზრით , ეუთო/ოდირის დასკვნის  გაცნობის გარეშეც კარგად ჩანს რომ ოპოზიცია აპირებს ახალი ტყუილი ,,მოახვიოს”საზოგადოებას .