მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რასაც ჰქვია ხმა იმისათვის, რომ დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა- ბადრი ჯაფარიძე

,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ყველამ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია რათა ვერ მოხდეს არჩევნების გაყალბება.

,,მე გავაკეთე არჩევანი იმისათვის, რომ ცვლილებებმა მოგვიტანოს სტაბილურობა ამ ქვეყანაში,იმისათვის რომ დასრულდეს დაპირისპირება, სიძულვილი და იმისათვის, რომ დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან და იმ ჩიხიდან სადაც ახლა ვიმყოფებით. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რასაც ჰქვია ხმა იმისათვის, რომ დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა და შევძლოთ საზოგადოების გამთლიანება.

გაყალბების და არჩევნების მითვისების წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი და ეფექტური ინსტრუმენტი არის გამოცხადება და მაღალი აქტივობა ამომრჩევლების. “- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ