ცესკო – პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია

ცესკოს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე უბანზე ხმის მისაცემად სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა.

„პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, – განაცხადა ნათია  იოსელიანმა.