მკვლელობა კელიაში, საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობა კელიაში 

მარტყოფის ღვთაების მონასტერში მამაკაცი ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მისი გვამი კელიაში ღამის 4 საათზე იპოვეს.

მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გავრცელებული ინფორმაციით, კელიაში ერთად ცხოვრობდნენ. მოკლული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც წელიწადზე მეტია მარტყოფის მონასტერმა შეიფარა, ის სასულიერო პირებს სამეურნეო საქმიანობაშიც ეხმარებოდა. სავარაუდო მკვლელი გაქცეულია. მას, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

“შუაღამისას შემოვიდა სტუმარი და მითხრა, რომ ჩემ ოთახში კაცია გარდაცვლილიო. ღამის 4-ის ნახევარზე ლოცვა რომ იწყება, 4-ის 15 წუთზე მივიდა ეს, რომ გაეღვიძებინა. გადახადა ზეწარი და დაინახა კაცი გარდაცვლილი. კისერში ჰქონდა ჭრილობა დანის. დავურეკეთ პატრულს და გვამი ექსპეტიზაზე წაიყვანეს, ხოლო ვინც გვერდით ოთახში ცხოვრობდა, ისინი პოლიციამ წაიყვანა.