„იკარგება ქართული მიწები! იცით რა ხდება აზერბაიჯანის და სომხეთის მხრიდან?!.“(ვიდეო)

ირინა ფხოველიშვილი

ფერმერ ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარ

საქართვეოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი

მიწების გასხვისება უცხოელებზე

 „იკარგება ქართული მიწები! იცით რა ხდება აზერბაიჯანის და სომხეთის მხრიდან?!.“

არ შეიძლება მცირემიწიანმა ქვეყანამ ხელაღებით გაასხვისოს მიწა.

ინვესტორი არ არის ის, ვინც მიწას საკუთარი ქონების გასამდიდრებლად ყიდულობს. ის უსისხლო აგრესორია!

მიწები ომით დავკარგეთ, გადმოჩოჩებული საზღვრებით ვკარგავთ, მდინარის მიერ ეროზიით ვკარგავთ…

არ ვიცით ფაქტობრივად რამდენი გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, 2014 წლის მერე მიწის ბალანსი არ განხორციელებულა…

2006 წლიდან სოფლის მეურნეობის ჩაძირვა ხდებოდა, იმიტომ რომ გლეხს ქართულ მიწაზე უარი ეთქვა!

 მიწების 75% გადაყიდულია უცხოელზე!

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც ჩემი მეურნეობაა განთავსებული, გარშემო ფაქტორბივად ქართველი ფერმერი აღარ არის! აქ ნახავთ თურქებს, არაბებს, ინდოელებს და აზერბაიჯანელებს…

მალე ქართველები საქართველოში უმცირესობაში დავრჩებით, არის რეგიონები, სადაც ვართ უკვე უმცირესობაში და გამოდის იდეა-„საქართველო ქართველების გარეშე“ სრულდება!