ის რაც დღეს სამყაროს ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია…

ბლოგი

ერმილე ნემსაძე

1971 წელს ამერიკელმა პროგრამისტმა რეი ტომილსონმა (Ray Samuel Tomlinson) შექმნა ის რაც დღეს სამყაროს ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ელექტრონული ფოსტა იგივე Email-ი.

იდეის წარმოშობა განაპირობა თანამშრომლებთან კომუნიკაციის პრობლემამ რომლებიც ტელეფონის ზარებს არ პასუხობდნენ. რეი პროგრამისტია და დღემდე სამხედროების განსაკუთრებულ შეკვეთებს ასრულებს თუმცა მისი მთავარი გამოგონების გასაიდუმლოება კომპანიამ და სამხედროებმა არ მოახდინა.

„მე ვფიქრობ რომ მთავარი სიმარტივეა, რა თქმა უნდა დღეს ელექტრონულ წერილს დამატებული აქვს მრავალი ფუნქცია, ფაილის მიმაგრება, გადამისამართების ფუნქცია და ა.შ მაგრამ მთავარი არსი და პრინციპი 46 წლის შემდეგაც უცვლელია. წერილი გაგზავნილი იქნას ერთი კომპიუტერიდან მეორეზე.“ აცხადებს ავტორი.
მართლაც რეიმ აჩუქა კაცობრიობას სრულყოფილი ელექტრონული ფოსტა რომელიც წამის ინტერვალით ახდენს ინფორმაციის მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

რეიმ გააცოცხლა და ახალი ფუნქცია მიანიჭა საყოველთაოდ ცნობილ ნიშანს @ რომელიც არაოფიციალურად ინტერნეტის სიმბოლოდ არის აღიარებული და მას სხვა და სხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში მოფერებით ძაღლუკას ეძახიან. სინამდვილეში კი @ (ძაღლუკას) დიდი ისტორია გააჩნია. ის ინგლისური ენის გრამატიკაში ითვლებოდა წინსართად ანუ იგივე at. ნიშანი მე-19 საუკუნის პირველ საბეჭდ მანქანებზე გამოჩნდა და შესაძლებელი იყო მომხმარებელს შემოკლების ნიშნით დაებეჭდა წერილი თუმცაღა ნიშანი იმდენად იშვიათად გამოიყენებოდა ის გაურკვევლობაში ჩააგდებდა ნებისმიერ ინგლისურის მცოდნეს. ნიშნას გამოიყენებდნენ მხოლოდ კომერციული და ოფიციალური წერილებისთვის. მაგალითად @$50 ნიშნავდა რომ რაიმე საქონელის ფასი 50 დოლარი იყო.

თავად ინგლისში „ძაღლუკა“ ძველი ევროპიდან მოხვდა სადაც გამოიყენებოდა მოცულობის საზომ ნიშნად. ნიუი ორკის მუზეუმში დაცულია ორი ძველი ხელნაწერი რომელიც დათარიღებულია 1536 წლით ხოლო მეორე საუკუნით უფრო ადრე.

„რა თქმა უნდა შეიძლებოდა გამომეყენებინა რაიმე სხვა სიმბოლო, მაგრამ შეიძლებოდა ის აღქმული ყოფილიყო რაიმე სხვა მნიშვნელობით. მე თავიდანვე ყურადღება მივაქციე ამ ნიშანს რომელიც აზრობრივადაც ნიშნავს რომელიღაცა მომხმარებელი რომელიღაცა კომპიუტერზე.“ (აცხადებს რეი)

„ყველა პლიუსთან ერთად ელექტრონულ ფოსტას გააჩნია მინუსებიც“ აცხადებენ ამერიკელი ფოსტალიონები. მათ საქმეში უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს ხელთნაწერი წერილები რომლებსაც ადრე უზღვავად არიგებდნენ. დღეს ფოსტალიონებს ჩეკები, გზავნილები და ოფიციალურად დაბეჭდილი წერილები გადააქვთ. „ელექტრონულმა ფოსტამ მოკლა ჩვენი ბიზნესი რა იქნება მომავალში არ ვიცით“.

თანამედროვე პროგრამისტებისგან განსხხვავებით რეი ტომილსონი არა გამხდარა მილიარდერი. მისი თქმით 70-იან წლებში ინტელექტუალური საკუთრების დაპატენტებას აზრი არ ქონდა ძალიან ცოტა მომხმარებელი ჰყავდა ინტერნეტს კომერციული მოგების მხრივ ვერაფერი დიდი ხეირი იყო. ახლა კი გასულია პატენტისთვის მისანიჭებელი დრო რის გამოც პატენტირება შეუძლებელია.
ამიტომ მთავარი კაპიტალი „ძაღლუკასი“ და ელექტრონული წერილის მისი შემქმნელისთვის მსოფლიო აღიარება პროგრამისტთა შორის და კაცობრიობის ისტორიაში სამუდამოდ შესვლაა. როგორც ადამიანს რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი საქმე და ფინასურადაც უზრუნველყოფილია ეს ყველფერი სავსებით აკმაყოფილებს.

სტატია მომზადებულია www.itexpress.ge მიერ.