“გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები!” – საჯარო მიმართვა პრემიერს

საზოგადოების ნაწილი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საჯაროდ მიმართავს:

საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბ–ნ გიორგი კვირკაშვილს!

ბ–ნო გიორგი,
2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება (№ 488) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“.
აღნიშნული სტანდარტის მე–19 მუხლის, მე–2 გ პუნქტში ხაზგასმულია აღმზრდელ-პედაგოგის მიერ ბავშვების გენდერული ნიშნით განურჩევლობაზე. ასევე მითითებულია გოგონებისა და ბიჭების ყველა ტიპის საქმიანობაში თანაბრად მონაწილეობის მიღებაზე. ამ სტანდარტიდან გამომდინარე, განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშთა ფონდის (იუნისეფი) მიერ მომზადდა „სასკოლო მზაობის პროგრამა“, აღმზრდელის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელიც ყველა აღმზრდელ-პედაგოგისათვის სავალდებულოა. სახელმძღვანელოს იმ ნაწილში, სადაც საუბარია გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, მრავლად გვხვდება მიუღებელი ადგილები. კერძოდ, სახელმძღვანელოს მიხედვით, არ უნდა მოხდეს გოგონებისა და ბიჭების სქესის მიხედვით დაყოფა, ყველანაირი აქტივობა და მასალა ყველა ბავშვისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა სამომავლოდ არ არსებობდეს გამიჯნული საქმიანობები გოგონებისათვის ან ბიჭებისათვის. ასევე აღმზრდელებმა ბავშვებს უნდა წაუკითხონ (ან ათამაშონ) ისეთი ზღაპრები, რომლებშიც თანაბრად არიან წარმოდგენილნი ორივე სქესის გმირები.
აღნიშნული საკითხი უპირისპირდება ადამიანის ბუნებრივ საწყისებს და პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში თავსმოხვეულ სქესთა აღრევის თეორიასთან. აღნიშნული ინციატივის დანერგვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენი შვილების ფსიქიკას და, ამასთანავე, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას!
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები სტანდარტის მე–19 მუხლის მე–2 გ პუნქტისა და სასკოლო მზაობის პროგრამიდან თავის – “თანასწორობა გენდერული საკითხების“ ამოსაღებად.

პატივისცემით:
ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21)
დიმიტრი ლორთქიფანიძე (უფლებადამცველი)
დავით თევზაძე (პროფესორი, თადარიგის გენერალ–ლეიტენანტი)
ემზარ კვიციანი (პარლამენტის წევრი)
როინ მიგრიაული (ასოცირებული– პროფესორი, ადვოკატი)
ნუკრი მჭედლიშვილი (ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი)
ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ–ლინგვისტი)
ირაკლი აბაშიძე (ეკონომისტი)
ოთარ ფანცულაია (ეკონომისტი)
კახა ჭიჭინაძე (ბიზნესმენი)
დავით ნოზაძე (ადვოკატი)
ნიკოლოზ დარსაველიძე (ბიზნესმენი)
ნიკოლოზ კიკნაველიძე (აგრონომიის მაგისტრი)
როლანა ნიჟარაძე (აფხაზეთის მთავრობის აპარატი, მინისტრის მრჩეველი)
მერაბ ურუშაძე (პროფესორი)
გიორგი გერმანიძე (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, მაგისტრი)
ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში)
ზაზა დავითაია (ჟურნალისტი)
მაია დვალიძე (ფსიქოლოგი)
ნათია გოგიტაძე (გეოლოგი)
გიორგი გვერწითელი (ექიმი)
თამთა მეგრელიშვილი (იურისტი)
გიორგი ტიგინაშვილი (თეოლოგი)
გელა ფარჩუკიძე (მუსიკოსი)