საფრანგეთში პოლიციელმა ჯერ შეყვარებული მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

პარიზში პოლიციელმა სამი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა. ინფორმაციას Daily Sabah Europe ავრცელებს.

მედიის ცნობით, პოლიციელმა ჭრილობა მიაყენა შეყვარებულს, შეყვარებულის დედასა და დას, ხოლო შეყვარებულის მამა და კიდევ ორი მეზობელი სროლის შედეგად დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი პოლიციელის შეყვარებულის უარი გახდა. მან სამართალდამცველს შემდგომ ურთიერთობაზე უარი უთხრა. მკვლელობის შემდეგ თავი თავად პოლიციელმაც მოიკლა.

საფრანგეთში მოხდარი ტერაქტის შემდეგ პოლიციელებს ნება დართეს მორიგეობის შემდეგ სამსახურეობრივი იარაღი თან ატარონ და სახლში შეინახონ.