კალაძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს შეხვდება

დღეს, 12:00 საათზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს შეხვდება და დედაქალაქის განვითარების სამომავლო გეგმებს გააცნობს.