„ლილუ ძიძის როლსაც ასრულებს და ერთი წუთითაც არ აშორებს პატარა ლიზის თვალს“

2018 წელი ძაღლის წელია, ამიტომ ამ ცხოველივით მეგობრული, ერთგული და უღალატო წელი უნდა იყოს.

ძაღლი რომ ადამიანის მეგობარია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა ამ ურთიერთობის უტყუარი ფოტოები მოგაწოდოთ.

ეს პატარა გოგონა ლიზია. მას უკვე ჰყავს მეგობარი – ლილუ, 9 თვის როტვეილერი. ლილუ ძიძის როლსაც ასრულებს, ისე ერთი წუთითაც კი არ აშორებს პატარას თვალს და ოჯახის წევრებიც მშვიდად არიან.

მხოლოდ ხანდახან ტოვებს ლილუ ლიზის და ჩიტების გალიასთან მიდის.

ლილუ ლიზის ბანაობის დროსაც გვერდით უდგას და თუ პატარა ცოტას წამოიტირებს, გაბრაზებული უყურებს “დედას”, ბავშვს ნუ ატირებო.

ახლა კი ფოტოები კომენტარის გარეშე.

გაიღიმეთ!

ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ანა რომანჩენკოს