სოხუმიდან გამოყოლილი ქრიზანთემების სურნელი თბილისში…

მანანა გეგიძემ  სოხუმიდან გამოყოლილ  ქრიზანთემების სურნელს დაუვიწყარი დღე უძღვნა საქართველოში ფესტივალის სახით, რომელიც 2005  წლიდან ტარდება.

დღეს სასტუმრო „აივანი“ გახლდათ ულამაზესი, ემოციებით დატვირთული  და პომპეზური  დღესასწაულის  „ქრიზანთემების ფესტივალის“ მასპინძელი. სასტუმროს ღია აივნზე მდებარე რესტორნის „terrace 21“  ტერიტორია მთლიანად მოირთო ქრიზანთემებით, რამაც  წარუშლელი და  განუმეორებელი  შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე. ფესტივალი სანახაოებრივად უფრო განსაკუთრებული  გახადეს  სხვადასხვა კომპანიების  მიერ ამ სამეფო ყვავილებისგან შექმნილმა  დეკორაციებმა.

ფესტივალზე მონაწილე კომპანიებმა: ჭიპლარის სისხლის ბანკი ჯეოქორდი, კლინიკა ენმედიცი, კომპანია გეორგინა, საკონდიტრო ტარტი, სამეჯლისო ცეკვების სტუდია stay strong,  ინგა ბლესის ფსიქოლოგიური ცენტრი,   მაღაზიათა ქსელი ქალთა ბედნიერება  და სხვა შექმნეს  ფესტივალის თემაზე ულამაზესი გვირგვინები, კალათები, დეკორაციები.

მადლობას ვუხდით „ბარნაველის და თორნიკე  მეტრეველის   ღვინის მარანს, რომლებმაც  წარმოგვიდგინეს  ქვევრის საფერავი და რქაწითელი.

ფესტივალზე  მოწვეული იყვნენ მხატვრები: მაია კაკაბაძე, მარიამ კავლელაშვილი და ირმა მანია, რომლებიც  ღონისძიების მსვლელობისას შექმნეს ტილოები და უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადეს ღონისძიება.

 

ყველაზე მთავარი მინდა ავღნიშნო, ქრიზანტემების ფესტივალის  ავტორია, პიარ სააგენტო „პროფილის „  ხელმძღვანელი, მარავალი საინტერესო პროექტის ავტორი, სილამაზის აპოლოგეტი-მანანა გეგიძე . ქ-ონ მანანამ სოხუმიდან გამოყოლილ  ქრიზანთემების სურნელს დაუვიწყარი დღე უძღვნა საქართველოში ფესტივალის სახით, რომელიც 2005  წელიდან ტარდება  ყოველ წელს!

მადლობა ყველას!  ნამდვილი სულის ზეიმი იყო!

ქრიზანთემა ხომ სურვილების ასრულებისა ,  კეთილი მომავლის სიმბოლო და სამეფო ყვავილია!!

წყარო: მაია ცომაია