ოზურგეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა. მან ქართული ოცნების კანდიდატს ბეგრალ სიორიძეს 84 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით შარაშენიძეს 50.11% აქვს, ხოლო სიორიძეს 49.89%.

კონსტანტინე შარაშენიძემ მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.