ანტალიაში სტიქიას ებრძვიან

 

თურქეთის საკურორტო ქალაქ  ანტალიაში ძლიერი შტორმის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაზარალდა. სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ქარიშხალმა განსაკუთრებით ზღვის სანაპირო ზოლს მიაყენა ზიანი: საცხოვრებელ სახლებს ახადა სახურავები და მოარღვია კედლები, განადგურებულია  ასწლოვანი ხეები, დამტვრეულია ავტომობილები. დიდმა სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებული ზიანი სასოფლო სამეურნეო მიწებს, და სათბურებს მიაყენა.