დემურ გიორხელიძე: ისე, რომ იცოდეთ, აშშ-ში სერიოზული ცვლილებებია!

F-news

დემურ გიორხელიძე

-“საქართველოს ნაციონალური მოძრაობის საშველი და გამოსწორება არ იქნება –
[ა] ერთი, რომ პრესტუპნიკები არიან [ეს მათზე საუკეთესო სიტყვაა];
[ბ] მეორე რომ ხელოვნურად შეკრებილი და მართული ძალაა,
გარედან მართული – არც არასდროს დაუმალიათ… ახლაც მადლობებს იხდიან და… არ მალავე!
[გ] მესამე ის, რომ მართლა ჰგონიათ, ნახევარმა მილიონმა ამომრჩევლმა მოგვცა ხმაო [ისემც ცხვირი დაგიმშვენდათ, როგორც სამიმილონ რაღაც ამომრჩეველი რომაა!];
[დ] მეოთხე ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი უნდა ეკიდოთ სახლებში და ლოცულობდნენ, რომ ხალხის ნების საინააღმდეგოდ ეს პარაზიტული ძალა გადაარჩინა, ფეხზე დააყენა და საკუთარი “ოცნება” ჩამარხა ადამიანების ნდობის და იმედის გათელვის ხარჯზე.
[ე] მეხუთე ის, რომ თუ ძალიან ბევრს მოინდომებენ და თავს ისევ გავლენ, არადა არაფერი ნიშანი ჩანს, რაიმეს რომ გაითვალისწინებენ საკუთარი წარსულიდან, – ასეთია მათი ნატურა, – ის მოხდება, რაც ორიათას თორმეტში არ მოხდა [ბიძინას იმედისა და ნდობის გამო], – მაკ-კეინი ვეღარ გიშველით და… ხალხის განაჩენი საქართველოში ყოველთვის სასტიკი და უმოწყალოა!

p.s.
შეცვალეთ თქვენი პარტიის საშინელი სახელი,
მოახდინეთ რებრენდინგი,
მოიცილეთ დამნაშავეები და ვინც არ ხართ გასვრილი იმაში,
რაც იყო საქართველოში, შეუდექით ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას, იქნებ, დროში რაღაც ნდობა გააჩინოთ!

არ გამოვა თქვენი უკან მობრუნება…
კომპასი დაგიზიანდათ აშკარაა და… უკვე აღარ არის ეს კარგის მომასწავებელი…

ისე, რომ იცოდეთ, აშშ-ში სერიოზული ცვლილებებია!

კომენტარის დატოვება